საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

👏 მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი საგრძნობლად გაიზარდა
ოქტომბერი 6, 2021 18:04
საქართველო VS საბერძნეთი: ურთიერთშეხვედრების ისტორია.
ოქტომბერი 6, 2021 19:38

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია.

კალინინგრადში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ბელგია 37:3 დაამარცხეს.

მატჩი, რას აკვირველია, ზურა ამონაშვილის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. მართალია, მატჩი მარტივად მოვიგეთ, მაგრამ საქართველოს ნაკრების თამაშში რამდენიმე ხარვეზიც შეინიშნებოდა.

სამაგიეროდ. კარგი იყო ჩვენი დერეფანი. ციხისთავი ჰაერში ყველაფრის ბატონ-პატრონი იყო. ბრწყინვალე იყო ჩვენი შერკინების ფლანკერი გიგა ქურხული, რომელმაც დღეს ორი ლელო მიითვალა.

საბოლოოდ 37:3 – საქართველო ფინალში პორტუგალიას შეხვდება.

Share