ისევ ეროვნული ლიგა – მჭედლიძის ახალი კლუბი ცნობილია

“სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე ვიყავი, გადარჩენის შანსი 2% იყო”
ოქტომბერი 7, 2021 08:27
საქართველო VS საბერძნეთი | სავარაუდო შემადგენლობა
ოქტომბერი 7, 2021 11:50

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე, რომელიც ბოლოს ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავდა, კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს.

ჩვენი ინფორმაციით, 31 წლის თავდამსხმელმა ქუთაისურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ “ტორპედოს” სპორტული დირექტორი ლევან მჭედლიძის ძმა გიორგი მჭედლიძეა.

მჭედლიძე იტალიური “ემპოლიდან” წამოსვის შემდეგ, თბილისისა და ბათუმის “დინამოების” ღირსებას იცავდა.

Share