„ჯერ არ დამისრულებია” – იმნაძე ქაირატთან გატანილი გოლის შემდეგ

საქართველოს ნაკრები ბათუმშია, საბერძნეთი დღეს ჩამოვა
ოქტომბერი 8, 2021 08:51
VIDEO ზუსტად 1 წლის წინ – საქართველო 1:0 ბელარუსი
ოქტომბერი 8, 2021 09:19

ურალის “აკჟაიკის” ქართველი ფორვარდი ლუკა იმნაძე ქაირათის წინააღმდეგ გატანილ გოლს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

24 წლის ფეხბურთელმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც თავისი ემოციები გააზიარა გატანილ გოლთან დაკავშირებით.

 

     ჯერ არ დამისრულებია“, – დაწერა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის პრემიერ ლიგის 23 -ე ტურის ფარგლებში, „კაირატმა“ დაამარცხა აკჟაიკი ანგარიშით 3:1. აკჟაიკმა პრესტიჟის გოლის გატანა ბოლო წუთზე შეძლო.

ამ დროისთვის იმნაძის გუნდი 30 ქულით მე-7 ადგილს იკავებს ყაზახეთის ჩემპიონატში და „აქტობეს” მხოლოდ გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩება.

Share