VIDEO “წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი“ – ლორიას სეივები აპოელთან

VIDEO საოცარი ემოციები დინამო არენასთან – 1 წლის წინ ამ დღეს
ოქტომბერი 8, 2021 09:28
ნიკოლოზ ესართიას 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატზე
ოქტომბერი 8, 2021 11:57

საქართველოს ნაკრების პირველმა ნომერმა გიორგი ლორიამ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა „ანორთოსისის“ რიგებში პრინციპული მეტოქის „აპოელის“ წინააღმდეგ.

ლორიას კარგ თამაშს კვიპროსში ადგილობრივი პრესაც გამოეხმაურა:

     რეალობა ისაა, რომ „აპოელთან“ მატჩის დაწყებამდე, ბევრი ფიქრობდა, რომ გენტის წინააღმდეგ გამოტოვებული მატჩის შემდეგ, ლორია კვლავ დარჩებოდა სათადარიგოთა სკამზე,

თუმცა ქართველმა მეკარემ დაიკავა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში და ერთ -ერთი მიზეზია, რის გამოც ფამაგუსტას გუნდმა მოახერხა „აპოელის“ დამარცხება. მისი ორი სეივი იყო უმაღლესი კლასის: ერთი მან თავის თანამემალეს აუღო,  როდესაც ქვილითაიას ძლიერი დარტყმა მოიგერია, ხოლო მეორე კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო, როდესაც საქართველოს ნაკრების მეკარემ მართლაც ფანტასტიური ბურთი აიღო მატჩის ბოლოს.

როგორც ჩანს, მეკარის პოზიციაზე კონკურენცია უმჯობესდება, ლორია ისევ შედის ფორმაში, რაც არსებითად ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის თავისი გუნდისთვის, როდესაც ის კარგ ფორმაშია,“ – წერს კვიპროსული გამოცემა „Kerkida“.

            გიორგი ლორიას გამორჩეული მომენტები „აპოელის“ წინააღმდეგ

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში მე-8 ადგილს იკავებს.

გიორგი ლორიას 9 ოქტომბერს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ მოუწევს ეროვნული ნაკრების კარის დაცვა.

Share