მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ბათუმში – ნაკრები საბერძნეთისთვის მზადაა

Daily Express: “ლიდსი და ტოტენჰემი არ ინანებენ, რომ მასზე უარი თქვეს
ოქტომბერი 8, 2021 17:57
შენგელიას 23 ქულა და MVP-ის ტიტული ეფესთან
ოქტომბერი 8, 2021 21:46

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს.

8 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა შეხვედრის მასპინძელ ბათუმი არენაზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მომავალი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

​საბერძნეთთან თამაშს წინა მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე გამოტოვებენ.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 9 ოქტომბერს 20:00 საათზე ბათუმი არენაზე შედგება. ეროვნული გუნდის შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით​, ბათუმი არენაზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი რაოდენობის ქომაგი დაიშვება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

Share