საქართველოს ნაკრები ბათუმშია, საბერძნეთი დღეს ჩამოვა

“ვის ეგონა, რომ ასე დაიკარგებოდა” – კვიპროსში ოქრიაშვილის კრიტიკას მოუხშირეს
ოქტომბერი 8, 2021 07:46
„ჯერ არ დამისრულებია” – იმნაძე ქაირატთან გატანილი გოლის შემდეგ
ოქტომბერი 8, 2021 09:02

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში სამდღიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ გუშინ, 7 ოქტომბერს ბათუმში ჩავიდა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მასპინძელ ქალაქში გამგზავრებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშეს. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება.  საქართველოს ნაკრები ბათუმი არენაზე პირველ ვარჯიშს 8 ოქტომბერს გამართავს.

დღესვე ბათუმში საქართველოს ნაკრების მეტოქეც ჩავა. საბერძნეთის ნაკრები საქართველოში 25-კაციანი შემადგენლობით მოდის.

დღეს, ტრადიციული წინასამატჩო პრესკონფერენციაც გაიმართება. 17:00 საათზე ჟურნალისტების კითხვებს მატჩის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი უპასუხებს, ხოლო 18:15 საათზე მედიასთან სტუმრები გამოვლენ.

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 9 ოქტომბერს ბათუმი არენაზე შედგება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

Share