სასჯელი შემსუბუქდა – გენტის საჩივარი დაკმაყოფილდა

გიორგი შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონია
ოქტომბერი 8, 2021 14:41
ნუგზარ წურწუმიამ მსიფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ოქტომბერი 8, 2021 16:54

3 ოქტომბერს ბელგიაში იუპილერლიგის მეათე ტურის მატჩები ჩატარდა.

ჩაკვეტაძის გენტი ამჟამად მეორეადგილოსან ანტვერპენს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძე უხეში თამაშის შემდეგ მსაჯმა 33-ე წუთზე მოედნიდან გააძევა და მას სასჯელად ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუდგინდა, თუმცა “გენტმა” ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სამსაჯო კომიტეტმა მისი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

გიორგის დისკვალიფიკაცია ორიდან ერთ მატჩამდე შეუმცირდა.

შესაბამისად, ჩაკვეტაძეს იუპილერლიგის მეთორმეტე ტურში მას უკვე შეეძლება კლუბის დახმარება.

Share