ოფიციალურად: საქართველოსა და საბერძნეთის დღევანდელი მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

Sofscore: გუნდების სავარაუდო შემადგენლობა
ოქტომბერი 9, 2021 09:44
კობიაშვილი: “ჩვენი მცდელობის მიუხედავად, გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო…”
ოქტომბერი 9, 2021 12:27

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს გასამართი შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას:

🎗 საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ქალაქ ბათუმს და სრულიად საქართველოს.

9 ოქტომბერს დაგეგმილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის საქართველო – საბერძნეთის გადადების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ფიფა-სა და უეფა-ს, მატჩის ორგანიზატორებს. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა ჩვენი მოთხოვნა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილეს.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება. ფეხბურთელები კი შავი სამკლაურით იასპარეზებენ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება მატჩზე სტადიონის ტევადობის 33%-ის დაშვების შესახებ ძალადაკარგულად გამოაცხადა და მატჩი სამწუხაროდ, მაყურებლის გარეშე გაიმართება.
გულშემატკივრებს, ვინც შეიძინა მატჩზე დასასწრები ბილეთი, სრულად აუნაზღაურდებათ ბილეთის საფასური.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ თითოეული გარდაცვლილის ოჯახსა და მთელ საქართველოს!

Share