მორიგი მარცხი – საბერძნეთს ისევ ვერ მოვუგეთ!

VIDEO გადავრჩით – საქართველო გაშვებული გოლისგან VAR-მა იხსნა
ოქტომბერი 9, 2021 16:37
“ნაკრების ყველა ფეხბურთელმა ოქრიაშვილივით უნდა ითამაშოს” – სანიოლი
ოქტომბერი 9, 2021 18:43

დღეს 9 ოქტომბერს ბათუმში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა გაიმართა საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის. მატჩამდე საქართველოს ნაკრებს 5 თამაშში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა, რომელიც სწორედ საბერძნეთთან მოიპოვა გასვლით თამაშში, ხოლო საბერძნეთი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად აქტიურად იბრძვის და განვლილ 4 თამაშში 6 ქულის მოპოვებაც მოახერხა.

მატჩი გუშინ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო წუთიერი დუმილით დაიწყო და ორივე გუნდის ფეხბურთელები მოედანზე შავი სამკლაურებით გამოვიდნენ. პირველი ტაიმის საწყის წუთებში საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება ბერძნებმა მალევე მოახერხეს და  პირველი ტაიმიც შესაბამისად ფრედ 0-0 დასრულდა. მეორე ტაიმში საბერძნეთის ნაკრები აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა და ქართველებს მომენტების შექმნა კიდევ უფრო უჭირდათ, რაც შესაბამისად შედეგზეც აისახა. მეორე ტაიმის ბოლოს 89-ე წუთზე საჯარიმოდან მოწოდებულ ბურთზე ბერძენთა შემტევის თავური დარტყმული გიორბელიძეს ხელზე შეეხო, რის შემდეგაც მსაჯმა ჩვენს კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ბერძენთა კაპიტანმა ბაკასეტასმა 90-ე წუთზე გოლად აქცია. მატჩის დარჩენილ მონაკვეთში ქართველებმა ღირებული ვერაფერი შექმნეს, პირიქით დაცვაში უხეში შეცდომის დაშვების შემდეგ 95-ე წუთზე ბერძნები ლორიასთან 1-1ზე აღმოჩნდნენ და პელკასმაც მომენტი გოლად აქცია. შესაბამისად, 2012 წელს დაწყებული მოუგებელი სერია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დღესაც გაგრძელდა და, სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან შინ ანგარიშით 0-2 დამარცხდა.

ამ მატჩის შემდეგ ჩვენს ნაკრებს უკვე ექვს მატჩში 1 ქულა აქვს, ხოლო საბერძნეთმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა გააგრძელა და ხუთ შეხვედრაში 9 ქულას მოუყარა თავი.

Share