კუტალიას მიმართვა სანიოლს: “იქნებ მოგვცეთ შანსი ასეთ ხალხს?!”

“არ ვთვლი მიზანშეწონილად დღეს ამაზე საუბარს“ – სანიოლი კვეკვესკირზე
ოქტომბერი 9, 2021 19:06
SofaScore-ს შეფასება: საუკეთესო საქართველოს ნაკრებში ლორია იყო
ოქტომბერი 9, 2021 19:33

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთთან შინ 0-2 წაგებულ მატჩს საქართველოს ჩემპიონატის ყოფილი ბომბარდირი და ამჟამად ებრაული კლუბის “ნეს ზიონას” თავდამსხმელი ლევან კუტალია გამოეხმაურა.

კუტალიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც, პირველ რიგში, მწუხარება გამოთქვა ბათუმში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ვილი სანიოლს პირდაპირ მიმართა, რომ სურს ნაკრებში თამაში და გამოძახების შემთხვევაში თავს არ დაზოგავს წარმატების მისაღწევად.

     პირველი იმით მინდა დავიწყო, რომ დღეს ისეთი რთული და ტრაგიკული დღე იყო რამხელა ოჯახებისთვის და ასევე ქვეყნისთვის, ამ დღეს როცა თამაში გაქვს, თავი უნდა მოიკლა, არ წააგო კი არა, უნდა მოიგო თამაში, რომ ხალხი მცირედით გაახარო.

მეორე: რამდენი წელია კიდე არ მოგვიგია თამაში, არც გვახსოვს… იქნება მოგვცეთ ისეთ ხალხს შანსი ჩავიცვათ ნაკრების მაისური, რომელიც თავს არ დაზოგავს და თავს შეაკლავს.

ფეხბურთია – მესმის, არ გამოგივიდეს თამაში, მაგრამ ბრძოლა ჟინი უნდა გეტყობოდეს!”, – დაწერა კუტალიამ.

Share