მატჩის დღე: საქართველო V საბერძნეთი

VIDEO შენგელიამ ცსკა-ს ევროლიგაში მოაგებინა და მატჩის MVP გახდა
ოქტომბერი 9, 2021 02:42
VIDEO მამუკელაშვილის 20 ქულა ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ
ოქტომბერი 9, 2021 07:35

დღეს, 9 ოქტომბერს, ბათუმში, 20:00 საათზე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის შემდეგ ნაკრების თამაშზე გულშემატკივარი ბრუნდება: ეროვნული გუნდის შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით​, ბათუმი არენაზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი რაოდენობის ქომაგი დაიშვება. .

საბერძნეთის ნაკრები ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა. ბერძნების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებმა 8 შეხვედრა ჩაატარა, 2 მატჩი ფრედ ითამაშა, ხოლო 6-ჯერ – დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელები დღეს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ პირველი გამარჯვების მოპოვებასა და უიღბლო სერიის დასრულებას ეცდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისათვის ჩვენ სატურნირო მოტივაცია არ გაგვაჩნია, უამრავი მიზეზის გამო ეს შეხვედრა ძალიან საინტერესოა ქართველი ქომაგისთვის.

Share