SofaScore-ს შეფასება: საუკეთესო საქართველოს ნაკრებში ლორია იყო

კუტალიას მიმართვა სანიოლს: “იქნებ მოგვცეთ შანსი ასეთ ხალხს?!”
ოქტომბერი 9, 2021 19:06
სანიოლი: “თუ პროგრესი გვსურს, გუნდში მონდომება უნდა დაბრუნდეს!”
ოქტომბერი 9, 2021 19:58

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ვერც მეექვსე მატჩში შეძლო გამარჯვების მოპოვება და საკუთარ მოედანზე საბერძნეთის ნაკრებთან დამარცხდა ანგარიშით 0-2.

ქართველი ფეხბურთელების თამაში კი სპორტულმა საიტმა “Sofascore”-მა ათბალიანი სისტემით შეაფასა. საუკეთესო შეფასება საქართველოს ნაკრებში გიორგი ლორიამ მიიღო – 7.3.

შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელთაგან თორნიკე ოქრიაშვილი 6.5 ქულით შეფასდა, ხოლო ვაკო გვილია 6.4 ქულით. მოედანზე ბოლო წუთებში გამოჩენილმა გიორგი ქვილითაიამ და ზურიკო დავითაშვილმა კი შეფასება საერთოდ ვერ მიიღეს.

მთლიანად გუნდის თამაში “sofascore”მა 6.47 ქულით შეაფასა.

Share