გუნდს ისევ არ ვგავართ – რა საფეხბურთო ფილოსოფიას ნერგავს სანიოლი?

“თუ ფეხბურთელებმა კლუბებში თამაში არ დაიწყეს, ნაკრებში მოხვედრა გაუჭირდებათ” 
ოქტომბერი 10, 2021 12:35
VIDEO უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგეს
ოქტომბერი 10, 2021 13:38
  • მორიგი მარცხიც გულაცრუებულებს, ისევ ფიქრები წაგვიღებს და ვცდილობთ, ვიპოვოთ დამნაშავე ან ყველაფერი ბედის არქონას დავაბრალოთ. მიზეზს რა გამოლევს, დამნაშავესაც ვერ გამოვლევთ, სანამ რეალურად არ გავიაზრებთ, სად ვართ, რატომ ვართ და რა უნდა გავაკეთოთ, რომ იგივე პასუხგაუცემელი კითხვები არ გვღრღნიდეს.

ერთი მარტივი მოცემულობა არსებობს. საქართველო, როგორც “გუნდი”, დამოუკიდებლობის პერიოდის განმავლობაში ვერ შევდექით. იყო გამონათებები, აგერ ბოლოს (ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით), მიუხედავად იმისა, რომ შესარჩევი ეტაპის მატჩებს კვლავაც ვერ ვიგებდით. ჩვენი სიძლიერის თუ ჩვენზე ოდნავ დაბალ დონეზე მდგომ ნაკრებებთან, ხუთი მოგების და ერთი ფრის შედეგად, ისტორიაში პირველი წაუგებელი ჯგუფური ეტაპი ვითამაშეთ. იმის თქმაც თამამად შეგვიძლია, რომ მინიმუმ ბოლო პერიოდში, როგორც გუნდს, გარკვეული ჯგუფის ერთობლიობას, ასე არასდროს ვგავდით. სლოვაკი სპეციალისტის  ყბადაღებული შეცვლების ნაკლებობა და ერთ სასტარტო შემადგენლობაზე დაყრდნობაც, რაღაც მხრივ, აწყობილი მექანიზმის დაშლის შიშს შეგვიძლია მივაწეროთ.

რა ჩანს დღევანდელ ნაკრებში? ბევრი კუთხით შეგვიძლია დავინახოთ დღევანდელი მოცემულობა. კონკრეტულ ფეხბურთელში მოტივაციის ვერ დანახვა, არასწორი დამოკიდებულება და მსგავს მოსაზრებებს აქვს არსებობის უფლება. თუმცა, მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს ადამიანის ინსტიქტია. პრობლემის მარტივი, ზედაპირული იდენტიფიცირება და ზედ სხვადასხვა მოსაზრებების დაშენება.

ჩნდება ლოგიკური კითხვა, აბა სხვა რა შეიძლება იყოს. ჩემი გადასახედიდან, ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა, რაც მარტივი გადასაწყვეტი ნამდვილად არაა, ვილი სანიოლის მხრიდან თითეულ ფეხბურთელთან თავისი “სათქმელის” (თუ რა სურს მათგან), მიტანაა.  ასევე, საინტერესოა რა  საფეხბურთო ფილოსოფიის დანერგვას ცდილობს და მნიშვნელოვანია, საკუთარ “კეთილ ზრახვებში” ყველა ერთად დაგვარწმუნოს. საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე,  უამრავი შემთხვევა გვახსენდება. როცა არც თუ მცირე პერიოდის განმავლობაში, გუნდის თავკაცს თავისი სახე ვერ უჩვენებია.

ეს ბლოგი შეიძლება მორიგ სადღეგრძელოს ჰგავდეს. თუმცა, რაც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება აღინიშნოს, პირველი სანაკრებო პაუზის შემდეგ, ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრები ვერ ვნახეთ. არსებობს მოსაზრება, რომ პირველი სანაკრებო პაუზა, ვაისის ნაკრების ინერციის დამსახურება იყო. ეს თუ მართალია, აბა სადაა ახალი ნაკრების კონტურები? კარგი დაველოდოთ, ისევ დაველოდოთ.

როგორც სანიოლის, ყველას სურვილი ეს უნდა იყოს, რომ “ჯვაროსნებმა” იპოვონ საკუთარი ფეხბურთი. გაჩნდეს იმის განცდა, რომ ვპროგრესირებთ, გვაქვს კონკრეტული მიზანი საითკენაც მივისწრაფით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმედგაცრუების, ახალი შესარჩევისთვის მომზადების და მწვრთნელთა ხშირი ცვლის მეტი რა ვიცით?! არც არაფერი.

გუნდს ისევ არ ვგავართ – რა ჩანს დღევანდელ ნაკრებში?
გუნდს ისევ არ ვგავართ, არ ვიცით რა საფეხბურთო ფილოსოფიას ნერგავს სანიოლი…

Share