“თუ ფეხბურთელებმა კლუბებში თამაში არ დაიწყეს, ნაკრებში მოხვედრა გაუჭირდებათ” 

VIDEO “ვწუხვართ ბათუმის ტრაგედიის გამო… ყველაფერი თქვენთვის გავაკეთეთ!”
ოქტომბერი 10, 2021 11:42
გუნდს ისევ არ ვგავართ – რა საფეხბურთო ფილოსოფიას ნერგავს სანიოლი?
ოქტომბერი 10, 2021 12:58

საბერძნეთთან შინ წაგებული მატჩხის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ნაკრების მწვრთნელს გიორბი აბურჯანიასა და მის სათამაშო ხარისხზეც ჰკითხეს.

     აბურჯანიას უფრო მეტად ვენდობოდი, ვიდრე სხვებს. გასაგებია, რომ ის რთულ სიტუაციაში იმყოფება, კლუბში სათამაშო დრო ბევრი არ აძლევა, მაგრამ მარტიდან ის ნაკრებში სტაბილურად თამაშობდა და, ვფიქრობ, ნდობას იმსახურებდა.

ახლა უკვე კლუბშიც უნდა დაიწყოს თამაში. თუ ასე გაგრძელდა, ფეხბურთელები, რომლებიც კლუბებში არ თამაშობენ, ეს ეხება მათ შორის გიორბელიძესაც, ნაკრებში მოხვედრა და მაღალ დონეზე თამაში გაუჭირდებათ”, – თქვა სანიოლმა.

Share