ერთა ლიგა: ვადები და საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეები

“გვსურს, ქართული ფეხბურთი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ” – სანიოლი
ოქტომბერი 11, 2021 18:34
„მოედანზე გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ“- საბა ლობჟანიძე
ოქტომბერი 12, 2021 09:50

უეფა ერთა ლიგის მესამე სეზონის სამზადისს შეუდგა, გადაანაწილა გუნდები კალათებში და წილისყრაც დაგეგმა.

სანამ კალათებზე მოგიყვებით, გვსურს შემოგთავაზოთ უნიკალური სტატისტიკა საქართველოს ნაკრებისგან ერთა ლიგაზე.

უეფა ამ ტურნირზე ყოველ მოთამაშეს ქულებს უწერდა საკუთარი კარგი, თუ ცუდი თამაშით. ამ სტატისტიკაში ბევრისთვის გასაკვირი და გაუგონარი სტატისტიკა გვაქვს. პირველ ადგილზე, ახალგაზრდა ფრანგი ვარსკვლავი, კილიან მბაპეა 231 ქულით, ხოლო საქართველოში ყველაზე კარგი შეფასების ავტორი, ხვიჩა კვარაცხელია კი 337-ე პოზიციას 16 ქულით იკავებს. კი, არ მოგესმათ, 337-ე პოზიციას.

ჩვენი უნიკალური სტატისტიკა აქ არ მთავრდება, პირიქით, ფრთებს ისხავს და უკვე გუნდურ სახეობაში დამყარებულ რეკორდებზე გვესაუბრება. საქართველო ლატვიასთან ერთად არის მთელ ერთა ლიგაში ყველაზე მეტი, 4 ფრის ავტორი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს კარში დარტყმების, ბურთის ფლობას არავის ვუთმობთ. ერთა ლიგაზე სტატისტიკურად 64,8 პროცენტი აქვს ბურთის ფლობა ესპანეთს, 62 პროცენტი საბერძნეთს, ხოლო მესამე პოზიციას საქართველოს ეროვნული ნაკრები 60,2 პროცენტით ამთავრებს.

დავბრუნდეთ მთავარ თემებზე. ახალ ერთა ლიგაზე, მის წილისყრასა და კალათებზე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მესამე კალათაში აზერბაიჯანთან ლიეტუვასთან და კოსოვოსთან მოხვდა, რაც გამორიცხავს ამ ნაკრებებთან თამაშის შანსს.

პირველ კალათაში გვხვდება თურქეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია. უდაოდ ძლიერი კალათაა, მაგრამ რას ვიზამთ, ერთერთი ნაკრები მაინც მოხვდება ჩვენთან ჯგუფში.

მეორე კალათას საბერძნეთი, ბელარუსი, ლუქსემბურგი და ჩრდილოეთ მაკედონია აკომპლექტებენ, ხოლო მეოთხე კალათას გიბრალტარი, ფარერები და 2022 წლის პლეი-აუტის ორი გამარჯვებული ნაკრები შეადგენენ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის პლეი-აუტში ერთმანეთს ყაზახეთი – მოლდოვა და კვიპროსი – ესტონეთი დაუპირისპირდებიან.
კენჭისყრა, კი დეკემბერში იქნება.

იქნება ეს კიდევ ერთი იმედგაცრუება, თუ ახალი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი, ჩვენ 2022 წელს გავიგებთ. მატჩები ივნისში ( 4 მატჩი ) და სექტემბერში ( 2 მატჩი ) შედგება.

Share