ძიუდოისტების ტრიუმფი – გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მსოფლიოზე

ყველაფერი მატჩის შესახებ || კოსოვო v საქართველო
ოქტომბერი 11, 2021 06:38
“ჯერ რუბინში გამოიჩინოს თავი და რამე მოიგოს” – კარადენიზი
ოქტომბერი 11, 2021 08:30

იტალიაში ძიუდოში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირზე, რათქმაუნდა, ქართველი სპორტსმენებიც ასპარეზობდნენ და არა მხოლოდ ასპარეზობდნენ: ოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ყველას აჯობა და ტურნირი სრული ტრიუმფით დაასრულა.

ქართველი სპორტსმენების მონაგარი 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი იყო, მეორე ადგილზე მყოფ რუსეთს კი – 2 ოქროს მედალი.

საქართველოს სახელით ჩემპიონები გახდნენ:

-60 კგ – გიორგი სარდალიშვილი, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვს სძლია.

-81 კგ – გიორგი შერაზადიშვილი. მან ფინალში რუსი ადამ ტსეჩოევი დაამარცხა.

-100 კგ – ილია სულამანიძე. ქართველმა ფალავანმა ფინალში უზბეკ სუხრობ რაჯაბოვს სძლია.

+100 კგ – საბა ინანეიშვილი, რომელმაც ფინალში უნგრელი რიჩარდი სიპოსჩზკი დაამარცხა.

ასევე +100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს დაეუფლა ირაკლი დემეტრაშვილი.

Share