“კარგად ვითამაშეთ,მეტოქემ ორი მომენტი შექმნა და ორივე გაგვიტანა”-კოსოვოს მწვრთნელი

ნანატრი და მნიშვნელოვანი – კოსოვოდან 3 ქულა მოგვაქვს
ოქტომბერი 12, 2021 20:55
კოსოვოელმა ჟურნალისტებმა სანიოლის მოსმენა მატჩის შემდეგ არ ისურვეს
ოქტომბერი 12, 2021 22:17

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვო შინ საქართველოსთან 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კოსოვოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ შალანდმა მატჩი შეაფასა.

”ძალიან იმედგაცრუებული ვარ. თამაშის ხარისხიდან გამომდინარე შეგვეძლო მარცხი თავიდან აგვეცილებინა. პირველი გაშვებული გოლის შემდეგ აქტიურად ვითამაშეთ და ანგარიში გავათანაბრეთ, მეორე გაშვებული გოლის შემდეგ კი დასკვნით 25 წუთში ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა ვერ გამოვიყენეთ.

მეორე ტაიმში ვდომინირებდით, ვცდილობდით გოლის გატანას, მაგრამ არ გამოგვივიდა. მეტოქე ჩვენს კარს ორჯერ მიუახლოვდა და ორივე მომენტი გოლით დაასრულა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა, მომენტების გამოუყენებლობა ჩვენი პრობლემაა.”

Share