ერთა ლიგა: ბურთი ინგლისზე ხშირად გვიჭირავს, ესპანეთიც ახლოსაა

არ გაქვს უფლება, იმედები გაგვიცრუო! – კვარაცხელიას დაბრუნების მოლოდინში
ოქტომბერი 12, 2021 10:10
U.19 LIVE | ნორვეგია – საქართველო
ოქტომბერი 12, 2021 13:03

ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა, სადაც საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი შედეგი აქვს დაფიქსირებული.

ლაპარაკი არის „უეფას ერთა ლიგაზე“, ეროვნულ გუნდებს შორის ბურთის ფლობის საშუალო კოეფიციენტზე.

ცხრილი კი ასე გამოიყურება: 

1 – ესპანეთი (64.8%)

2 – საბერძნეთი (62%)

3 – საქართველო (60.2%)

4 – ინგლისი (59.7%)

ამგვარად, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები ბურთის ფლობაში ინგლისს სჯობს და საკმაოდ ახლოსაა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან, რომლის სათამაშო სტილიც თავიდან ბოლომდე ბურთის ფლობაზე არის აწყობილი.

ასევე საინტერესო არის გიორგი ჩაკვეტაძის სტატისტიკა.

იგივე წყარო გვაწვდის ინფორმაციას, რომ ამჟამად „გენტის“ ქართველი ფეხბურთელი ზუსტი პასების მაჩვენებლის მიხედვით ერთა ლიგაზე მეხუთეა, ხოლო საქართველოს მოხვედრა ამ სიაში გიორგის ამ კარგი სტატისტიკითაა გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ორივეჯერ ერთა ლიგაზე ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით გავიდა. დ დივიზიონში თავისი ჯგუფი საქართველომ მოიგო, რითაც ც ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა იქ უკვე წარუმატებლად ვიასპარეზეთ და ჯგუფში მესამე ადგილზე გავედით.

 

Share