“გარკვეულწილად ეს ამ პრობლემას მოაგვარებს” – ინტერვიუ ლევან მაისაშვილთან

პირველი ადგილი – საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდშია
ოქტომბერი 12, 2021 15:01
პარიზის გრანდ-სლემი იწყება, ოქროსთვის 5 ქართველი იბრძოლებს!
ოქტომბერი 12, 2021 16:05

16 ოქტომბერს პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი “შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასზე ჩაერთვება.

ქართველი მორაგბეები 16 ოქტომბერს ავჭალის სარაგბო სტადიონზე “თელავივ ჰითის” დაუპირისპირდებიან. პირველი ქართული ფრენჩაიზის და საქართველოს ნაკრების სამომავლო მატჩების შესახებ Qomagebi.ge “ბორჯღალოსნების” და “შავი ლომის” მთავარ მწვრთნელს ლევან მაისაშვილს ესაუბრა.

ჯანმრთელობა: “ამ ეტაპზე თავს ნორმალურად ვგრძნობ და ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ სტილს ვუბრუნდები. უკვე დავუბრუნდი საქმესაც და მომავალი შეხვედრისთვის ვემზადებით. ცოტა თავის ტკივილები დამიტოვა, მაგრამ ნელ-ნელა ესეც გაივლის”.

ფრანჩიზას მნიშვნელობა: “პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რაგბის კავშირს და პირადად ბაჩო ხურციძეს, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში მოახერხა და ქართული ფრანჩიზა ამ ტურნირში ჩაერთო. რა თქმა უნდა, საუბრის საგანია ამ გუნდებთან თამაში რამდენად გაგვზრდის, რადგან მაღალი დონის გუნდთა კლასს ჩვენს მეტოქეებს ვერ მივაკუთვნებთ, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც კარგია. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის მორაგბეები დიდ გამოცდილებას მიიღებენ და შემდეგ უფრო მაღალი დონის ტურნირში ჩასართველად მზად იქნებიან. ფრანჩიზა გამოიწვევს დიდ 10-ში მოთამაშე მორაგბეების განვითარებას და გარკვეულ სათამაშო პოზიციებზე გაზრდის მოთამაშეთა სიღრმეს. ნაკრების მატჩების წინ სულ გვქონდა პრობლემა, რომ მორაგბეებს შეთამაშებისთვის შეკრებისთვის გამოყოფილი დრო არ ყოფნიდათ, ახლა კი, ფრანჩიზაშიც არის რამდენიმე ნაკრების წევრი და გარკვეულწილად ეს ამ პრობლემას მოაგვარებს.

მომდევნო მატჩი “თელავივ ჰითთან”: “ჩვენი სურვილი იყო რაგბი ევროპის სუპერთასამდე დიდი 10-ის კლუბებთან რამდენიმე ტესტ-მატჩი გაგვემართა, მაგრამ, სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. პირველი თამაში ყოველთვის რთულია. გუნდს აქვს შეთამაშების და, ასე ვთქვათ, თამაშში ჩართვის პრობლემა, მაგრამ იმედია ეს “თელავივ ჰითთან” თამაშში ეს მატჩის შედეგზე არ იმოქმედებს. “შავი ლომის” მიზანი, გუნდის მიზანი რა თქმა უნდა წელსვე ტურნირის მოგებაა და ეს იქნება ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი, მაგრამ ტურნირის მოგებაზე უფრო მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის მოთამაშეთა სიღრმე გაიზარდოს.”

ნოემბრის ტესტები: “ნოემბერში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ არაერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი დონის გუნდებთან თამაში ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საფრანგეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელიც ვფიქრობ 2023 წლის მუნდიალზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.”

ახალი მწვრთნელი: “ქონორ ბრაუნთან მქონდა შეხვედრა. ვისაუბრეთ. საკმაოდ მაღალკვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელია და ვფიქრობ ნაყოფიერი იქნება მასთან ერთად მუშაობა.”

Share