“ეს შედეგი პროფესიონალიზმის გარეშე წარმოუდგენელია” – ინტერვიუ ვასილ მაისურაძესთან

პარიზის გრანდ-სლემი იწყება, ოქროსთვის 5 ქართველი იბრძოლებს!
ოქტომბერი 12, 2021 16:05
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კოსოვოსთან ცნობილია
ოქტომბერი 12, 2021 17:19

დღეს 12 ოქტომბერს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ნორვეგიის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ელიტ რაუნდში გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვასილ მაისურაძეს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

– პირველ რიგში, გილოცავთ მორიგ წარმატებას. მოგვიყევით ემოციების შესახებ.
– ემოციებზე საუბარი რთულია. მართლაც ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. ბიჭების სრული კონცენტრირებით შევძელით და ელიტ რაუნდის საგზური მოვიპოვეთ, თანაც გაშვებული გოლის გარეშე.

– აღნიშნეთ, რომ ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი გაშვებული გოლის გარეშე დაასრულა. რის ხარჯზე მოვიდა ასეთი შედეგი?
– ნორვეგიაში გამგზავრებამდე საქართველოში ძალიან დიდი შრომა გავწიეთ დაცვითი ფუნქციების გასაძლიერებლად. ამხელა გზაზე მოუმზადებელი ვერ წავიდოდით, ეს ყველაფერი დაგეგმილი და წინასწარ გაწერილი იყო. ახლა უბრალოდ წილისყრას უნდა დაველოდოთ და ელიტ რაუნდისთვის მოვემზადოთ.

– ხარატიშვილი, გაგნიძე, ჩხეტიანი, მამაგეიშვილი… ჩანს, რომ ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს…
– თქვენს მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელები და ყველა დანარჩენი, რომელიც ნაკრებში იმყოფებიან, ის 20 კაცი საქმისადმი მაქსიმალური კონცენტრირებით გამოირჩევიან. ასეთი შედეგი პროფესიონალიზმის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ ამ ყველაფრისთვის ვემზადებოდით და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.

Share