„მოედანზე გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ“- საბა ლობჟანიძე

ერთა ლიგა: ვადები და საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეები
ოქტომბერი 11, 2021 20:22
ფრანცისკო მადინგამ კოტ-დივუართან სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო
ოქტომბერი 12, 2021 10:08

კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, საინტერესო კომენტარი გააკეთა თურქული „ჰატიასპორის“ ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ:

 

„კოსოვოს ძლიერი ნაკრები ჰყავს და ამაში ერთი თვის წინ დავრწმუნდით. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ჩემი და მთლიანი გუნდის მოლოდინია, რომ ხვალ სამი ქულისთვის უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, რომ რთული თამაში გველის, მაგრამ მოედანზე გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ და მჯერა, რომ ამის ძალა შეგვწევს.“- განაცხადა საბა ლობჭანიძმემ.

 

დღეს 12 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება შეხვედრა საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებებს შორის. ეს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ბოლო შანსია, რომ ჯგუფში ერთი გამარჯვება მაინც მოიპოვონ. დღევანდელი თამაშის მერე მათ მხოლოდ საშინაო კედლებში მოტივირებული შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ექნება სათამაშო, რითაც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაციის ციკლი დასრულდება.

 

Share