1,9 მიოლიონი ევროთი მეტი – Transfermarkt-ზე ლობჟანიძის ფასი განახლდა

VIDEO. U19: ლუკა ხარატიშვილმა პენალტი მოიგერია
ოქტომბერი 12, 2021 13:47
პირველი ადგილი – საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდშია
ოქტომბერი 12, 2021 15:01

საქართველოს ნაკრებისა და თურქული „ჰატაისპორის“ ფეხბურთელის საბა ლობჟანიძის სატრანსფერო ღირებულება 1.9 მილიონი ევროთი გაიზარდა.

საბას ფასი 1.5 მილიონი ევროდან 3.4 მილიონი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ Transfermarkt-ის მიხედვით ის ყველაზე ძვიღადღირებულ ქართველებში მეორეა.

ლობჟანიძე შესანიშნავ სეზონს ატარებს თურქეთის ჩემპიონატში. მან 7 შეხვედრაში 3 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა და „ჰატიასპორის“ ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა.

Share