პარიზის გრანდ-სლემი იწყება, ოქროსთვის 5 ქართველი იბრძოლებს!

“გარკვეულწილად ეს ამ პრობლემას მოაგვარებს” – ინტერვიუ ლევან მაისაშვილთან
ოქტომბერი 12, 2021 15:25
“ეს შედეგი პროფესიონალიზმის გარეშე წარმოუდგენელია” – ინტერვიუ ვასილ მაისურაძესთან
ოქტომბერი 12, 2021 16:42

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ძიუდოში პირველი დიდი ტურნირ ზაგრების გრან-პრი იყო, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ დასრულდა, სადაც ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილიმა (-81) ოქროს მედალი მოიპოვა.

შემდეგი გაჩერება კი პარიზია, სადაც 16 ოქტომბერს პარიზის გრანდ-სლემი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილთან ერთად საფრანგეთში კიდევ 4 ქართველი ძიუდოისტი გაემგზავრება, მათგან  სამი ვაჟი, ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლუკა მაისურაძე (-90), ონისე სანებლიძე (-100) და ერთი ქალი, ეთერ ლიპარტელიანი (-57).

უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს დელეგაციას აკლია ბევრი მაღალი კლასის მქონე ძიუდოისტი, თუმცა ქომაგებს ნერვიულობის საბაბი არ აქვთ, რადგან ქართველი ფალავნები თავ-თავის წონაში ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად ითვლებიან.

ტურნირი 2021 წლის 16-17 ოქტომბერს გაიმართება.

Share