ბასილაშვილმა რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა – ქართველი მასტერსის 1/4 ფინალში ითამაშებს

LIVE ბასილაშვილი VS ხაჩანოვი
ოქტომბერი 13, 2021 21:43
VIDEO ზედიზედ მეორედ-შენგელია ევროლიგაზე საუკეთესოა
ოქტომბერი 14, 2021 08:49

August 29, 2018 - Nikoloz Basilashvili in action against Jack Sock during the 2018 US Open.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ინდიანაში მიმდინარე “ინდიანა – უესლის” საჩოგბურთო მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა.

ტურნირის 1/8 ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე კარენ ხაჩანოვი იყო,  ბასილაშვილმა მოწინააღმდეგე მაღალი ხარისხის ჩოგბურთით ორ სეტში ( 6:4 – 7:6 (8:6)) დაამარცხა და შემდეგ წრეში დე მინორსა და ციციპასის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერის განმავლობაში, მასტერსზე 1/8 ფინალი პირველად მოიგო, ქართველი ამჟამად მსოფლიოს 36-ე ჩოგანია, თუმცა ტურნირის დასრულების შემდგომ, სავარაუდოდ რამდენიმე პოზიციით წინ წაიწევს.

Share