„ზეწოლა გადავლახეთ და რთული თამაში მოვიგეთ“ – ზურიკო დავითაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის 1/8 ფინალშია
ოქტომბერი 12, 2021 23:08
„ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი“- გურამ კაშია
ოქტომბერი 13, 2021 06:14

კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებებს შორის პრიშტინაში გამართული შეხვედრა ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არსებული 9-წლიანი მოუგებელი სერია დაასრულეს.

კოსოვოსთან მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა გადამწყვეტი გოლის ავტორმა, ზურიკო დავითაშვილმა.

     “გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი გვქონდა, როდესაც სამი ქულის მოპოვება ძალიან გვჭირდებოდა. საბედნიეროდ, ყველანაირი ზეწოლა გადავლახეთ და ძალიან რთულ თამაშში გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან გახარებული ვართ და იმედი გვაქვს ასე გავაგრძელებთ”, – თქვა დავითაშვილმა.

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა 82-ე წუთზე კოსოვოს ნაკრების კარში ბურთის გატანა თავური დარტყმით შეძლო, სწორედ ეს გოლი აღმოჩნდა მატჩში გადამწყვეტი, რომელმაც საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 9 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოუტანა.

Share