“აფრიკელები ძალისმიერ რაგბის თამაშობენ და მეტოქისგან უფრო მეტად კონტაქტურ თამაშს ველოდები”-დემე თაფლაძე

💥 გიორგი მამარდაშვილის ფასი საგრძნობლად გაიზარდა
ოქტომბერი 13, 2021 18:01
VIDEO თორნიკე ოქრიაშვილის ყველა გოლი საქართველოს ნაკრებში!
ოქტომბერი 13, 2021 19:43

“შავი ლომი” ისტორიული მატჩისთვის ემზადება. პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი პირველ  შეხვედრას 16 ოქტომბერს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე, ებრაული “თელავივ ჰითის” წინააღმდეგ გამართავს. როგორც, Qomagebi.ge-ს რაგბის კავშირის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს  საქართველოს მთავრობისა და საკირდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართება.

დღეს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე “შავი ლომის” ღია ვარჯიში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც,  “ბორჯღალოსნების” და “შავი ლომის” უკანა ხაზელმა დემურ თაფლაძემ მედასთან მოახლოებულ მატჩზე ილაპარაკა.

“ფრანჩიზა ქართული რაგბის განვითარებისთვის სასიციცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ მუდმივად ტონუსში ვიყოთ, კარგად შევთამაშდეთ და სანაკრებო მატჩებს, ეს იქნება რაგბი ევროპის ჩემპიონატი თუ ტესტ-მატჩები კარგ ფორმაში შევხვდეთ. მოსამზადებელი პროცესის დროს, რამდენიმე მორაგბეს ძველი ტრავმა გაუმიზეზდა, მაგრამ ისეთი სერიოზული არაფერია. “თელავივ ჰითის” შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ბევრი სამხრეთ აფრიკელი მორაგბე ჰყავთ. აფრიკელები ძალისმიერ რაგბის ანიჭებენ უპირატესობას და ალბათ ჩვენთანაც, უფრო მეტად კონტაქტურ რაგბიზე გააკეთბენ აქცენტს, მაგრამ ამაში არც ჩვენ ვართ სუსტნი. საინტერესო მატჩს ველი.

დემურ თაფლაძე “ლელოს” აკადემიის აღზრდილია. მან თავი საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 2018 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა. ეროვნული გუნდის ღირსებას კი, 2020 წლიდან იცავს. თაფლაძე ამპლუით შუამარბია, მაგრამ ფრთაზეც შეუძლია თამაში.

Share