FIFA-ს რეიტინგი: კოსოვოსთან მოგებამ წინ წაგვწია

“რომ ვერ მოგვეგო, ეს ციფრები აზრს დაკარგავდა” – თორნიკე შენგელია
ოქტომბერი 13, 2021 08:16
“განსხვავებული ტაქტიკა გამოვიყენეთ – ვფიქრობ, ეს სისტემა ძალიან უხდება ჩვენს გუნდს” – სანიოლი
ოქტომბერი 13, 2021 08:53

მას შემდეგ რაც, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, საბერძნეთთან მარცხის (0:2) შემდეგ, სტუმრად კოსოვოსთან გაიმარჯვა (2:1). საინტერესოა, ფიფას რეიტინგში რომელ პოზიციას იკავებენ “ჯვაროსნები”.

მართალია, ფიფას კოკა-კოლას რეიტინგი 23 ოქტომბერს განახლდება, თუმცა, ჩვენ მანამდე წარმოგიდგენთ, სად ვართ ამ მატჩების შემდეგ.

საქართველო ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდე 96-ე ადგილზე იმყოფებოდა. საბერძნეთთან მარცხის შემდეგ 8.04 ქულა დავკარგეთ. კოსოვოელებთან გამარჯვებამ 11.05 კოეფიციენტი დაგვიმატა.

საბოლოო ჯამში: ლუქსემბუეგის, კონგოს, ვიეტნამის, იორდანიის და ბელარუსის ჩავარდნილი სანაკრებო პაუზამ სამი ადგილით დაგვაწინაურა.

Share