“გავუფრთხილდეთ ნაკრებს… სანიოლი უნდა დარჩეს!” – ლევან კორღალიძე

VIDEO თორნიკე ოქრიაშვილის ყველა გოლი საქართველოს ნაკრებში!
ოქტომბერი 13, 2021 19:43
LIVE ბასილაშვილი VS ხაჩანოვი
ოქტომბერი 13, 2021 21:43

12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში სტუმრად კოსოვო 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობის პერიოდში ეს პირველი მატჩია, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა მოიგო.

მატჩის შეფასება თბილისის ლოკომოტივისა და საბურთალოს ყოფილ მთავარ მწვრთნელ ლევან კორღალიძეს ვთხოვეთ. მასთან ვრცელ ინტერვიუს ხვალ გამოვაქვეყნებთ, დღეს კი გთავაზობთ მის შეფასებას სანიოლის მუშაობასთან დაკავშირებით.

     მე ვფიქრობ, სანიოლმა ნაკრებში მუშაობა უნდა გააგრძელოს. მას შანსი უნდა მიეცეს. მითუმეტეს, თუ თავიდანვე იმ აზრზე ვიყავით, რომ ამ ჯგუფიდან ვერ გავიდოდით და აქცენტი ერთა ლიგაზე უნდა გაკეთებულიყო…

უნდა დავიცადოთ და ნაკრები არ ვლანძღოთ. ბევრი ნეგატიური კომენტარი გაკეთდა ამ დღეებში. მესმის გაბრაზებული გულშემატკივრის. მესმის, რომ გული გტკივათ, როცა ნაკრები ცუდად გამოიყურება, ვერ თამაშობს, მაგრამ მოთმენის უნარი უნდა გვქონდეს, ნაკრებს უნდა გავუფრთხილდეთ.

კრიტიკა აუცილებელია, ოღონდ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ, არ უნდა გადავამეტოთ. გადამეტებული კრიტიკა ვნებს ფეხბურთელსაც და, ზოგადად, პიროვნებას, ვისაც აკრიტიკებ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი აზრით, სანიოლი უნდა დარჩეს, უნდა ვაცადოთ და იმედიანად ვიყოთ. ვისარგებლებ შემთხვევით და ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ”, – გვითხრა კორღალიძემ.

Share