მამარდაშვილის სეივი საუკეთესოა – ვალენსიას ფანებმა არჩევანი გააკეთეს

ლაშა ტალახაძე სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხება
ოქტომბერი 13, 2021 09:13
VIDEO გიორგი ჩხეტიანის ეფექტური მომენტები ნორვეგიასთან
ოქტომბერი 13, 2021 11:37

საფეხბურთო კლუბ “ვალენსიას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სექტემბრის თვის საუკეთესო სეივის გამოსავლენად გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა.

სექტემბრის თვის საუკეთესო სეივის ავტორი გიორგი მამარდაშვილი გახდა. გულშემატკივარმა 27 აგვისტოს მისი დეპორტივოსთან სეივი გამოარჩია. ის მატჩი ვალენსიამ 3:0 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში სამი სეივიდან ორი 20 წლის ქართველ მეკარეს ეკუთვნოდა.

გამოკითხაში ქართველის “ოსასუნასთან” და “ალავესთან” მოგერიებული ბურთები იყო.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ითამაშა: ორჯერ კარი მშრალად შეინახა და 7 გოლი გაუშვა.

Share