კაშია და წიტაიშვილი Whoscored-ის სიმბოლურ გუნდში

“რთული პერიოდი გადაიტანა და ქართველ გულშემატკივარს ახარებს” – ბასილაშვილის მამა
ოქტომბერი 14, 2021 15:36
საბა კვირკველია უკრაინის პრემიერლიგაში ითამაშებს
ოქტომბერი 14, 2021 17:05

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა B ქვეჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები კოსოვოს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

იმავე დღეს გაიმართა B ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა შვედეთსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის.

ტურის დასრულების შემდეგ, ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ Whoscored-მა B ჯგუფის ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ექვს შვედ და სამ კოსოვოელ ფეხბურთელთან ერთად ორი ქართველიც მოხვდა.

10-ბალიანი სისტემით გურამ კაშიასა და გიორგი წითაიშვილის პერფორმანსი WhoScored-მა 7.1 ქულით შეაფასა, რითიც ისინი თავიანთ პოზიციაზე ტურის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.

Share