შენგელია ტრავმირებულია – თორნიკე უახლოეს მატჩებს გამოტოვებს

სერიოზული არაფერია – მიქაუტაძე უნიონთან ითამაშებს
ოქტომბერი 14, 2021 18:09
“მინდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდე” – საბა კვირკველია
ოქტომბერი 14, 2021 19:37

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო.

ინფორმაცია ცსკა-ს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. კლუბის ცნობით, შენგელიამ ზენიტთან მატჩში მხრის ტრავმა მიიღო.

“თოკო ცრვენა ზვეზდასთან არ ითამაშებს. ზენიტთან მატჩის შემდეგ მან ტკივილი იგრძნო. ევროლიგის ყველაზე ღირებულ მოთამაშეს მხარი აწუხებს. მას სამედიცინო შემოწმება უტარდება და უახლოეს მატჩებში გუნდს ვერ დაეხმარება”, – წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შენგელია ევროპლიგის მე-2 და მე-3 ტურებში MVP გახდა.

“დღეს მან თავი უკეთ იგრძნო, მაგრამ მატჩისთვის მზად ვერ იქნება”, – თქვა ცსკა-ს მწვრთნელმა შენგელიაზე.

Share