“ფედერერთან მოგება მაინც სხვა იყო”-ნიკოლოზ ბასილაშვილი

VIDEO საქართველოს 19-წლამდელთა გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება!
ოქტომბერი 15, 2021 21:56
ბასილაშვილის მეტოქე ნახევარფინალში ცნობილია
ოქტომბერი 15, 2021 23:07

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან.უელსის ტურნირზე  მსოფლიოს მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა და მასტერსის ნახევრფინალში გავიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა ქართველი ჩოგბურთელის კარიერაში, როდესაც top 3-ის წევრი  დაამარცხა.

ნიკამ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ.ამ მოგებით ბედნიერია, მაგრამ მისთვის  ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება ფედერერთან იყო.

: “სულაც არ ვარ გაკვირვებული ჩემი გამარჯვებით. ვარჯიშებზეც და ტურნირზეც დიდი ხნის განმავლობაში კარგად ვთამაშობდი. ბევრად გავაუმჯობესე ჩაწოდება. ბურთს უკეთესად ვგრძნობ და ფიზიკურადაც კარგად ვარ მომზადებული. მეორე სეტში მისი გამარჯვების მიუხედავად, შევეცადე კვლავ სოლიდური ჩოგბურთი მეთამაშა. მატჩის ბოლო ძალზე დაძაბული გამოდგა. შეხვედრაზე სრულად კონცენტრირებული ვიყავი და პირველ მოწოდებაზე ნაკლებ შეცდომებს ვუშვებდი. ეს თამაში ჩემთვის საუკეთესო იყო? არა. დოჰაში როჯერ ფედერერი რომ დავამარცხე, ეს იყო ჩემთვის საუკეთესო გამარჯვება. იმიტომ, რომ როჯერი ჩემი კერპია”

 

 

Share