აზაროვი ან პელეგრინი – ტრაბზონსპორი ქართველ მცველს არ ეშვება

16 ოქტომბერი | ლეგიონერთა განრიგი
ოქტომბერი 15, 2021 09:52
“საუკეთესო მცველი? რამოსი… მომწონს უხეში მცველები” – კვირკველია
ოქტომბერი 15, 2021 11:39

თურქულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ “ტრაბზონსპორი” კვლავაც დიდ ინტერეს იჩენს საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის მიმართ.

Karadenizgazete.com.tr  წერს, რომ თურქული მხარე აზაროვთან ერთად “იუვენტუსის” მცველ ლუკა პელეგრინის ვარიანტსაც განიხილავს.

თურქეთის სუპერ ლიგის წესდების მიხედვით, ტრაბზონსპორს ამჟამად მხოლოდ ერთი ლეგიონერის დამატება შეუძლია, რომელიც 1997 წლის შემდეგ არის დაბადებული – შესაბამისად, თურქული კლუბი ყველაზე პრობლემური პოზიციის გაძლიერებას აღნიშნული ორიდან ერთ-ერთი ფეხბურთელის დახმარებით აპირებს.

იქიდან გამომდინარე, რომ ბათუმის დინამო საჩემპიონო რბოლაშია ჩართული, კლუბის პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის განმარტებით. ის ჩემპიონატის დასრულებამდე ვერ გაუშვებდა გუნდის ლიდერს. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ თურქული კლუბი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კიდევ ერთხელ მიუბრუნდება 19 წლის ტალანტის ტრანსფერს.

ამ პერიოდში კი, სოლიდური შეთავაზების პირობებში, გაცილებით რთული იქნება უარის თქმა.

Share