ბასილაშვილის მეტოქე ნახევარფინალში ცნობილია

“ფედერერთან მოგება მაინც სხვა იყო”-ნიკოლოზ ბასილაშვილი
ოქტომბერი 15, 2021 22:21
VIDEO ბითაძის 18 ქულა და რეკორდი – გოგა “კლივლენდთან“ საუკეთესო იყო
ოქტომბერი 16, 2021 06:06

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე “ინდიანა უელსის” მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით ასპარეზობს.

ბასილაშვილი მასტერსის 1/4-ფინალში კარიერაში პირველად გავიდა, სადაც მისი მეტოქე მსოფლიოს მასშტაბით მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასი იყო.

ქართველმა ჩოგბურთელმა ბერძენს სამ სეტში მოუგო და ნახევარფინალში გავიდა – 6:4, 2:6, 6:4.

ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე მოგვიანებით მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრ ზვერევსა და ტაილორ ფრიცს შორის გაირკვა. მათი დაპირისპირება ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა.

ფრიცმა სამ სეტში მოიგო – 4:6, 6:3, 7:6 (7:3) და ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე სწორედ ის იქნება.

აქამდე ბასილაშვილი და ფრიცი ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ, საიდანაც 2 შეხვედრა ფრიცის გამარჯვებით დასრულდა, ერთიც – ბასილაშვილის.

Share