VIDEO საქართველოს 19-წლამდელთა გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება!

▶️ VIDEO/მიმოხილვა: ბასილაშვილი 🆚 ციციპასი
ოქტომბერი 15, 2021 21:11
“ფედერერთან მოგება მაინც სხვა იყო”-ნიკოლოზ ბასილაშვილი
ოქტომბერი 15, 2021 22:21

საქართველოს 19-წლამდელთა ქალთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება.

გოგონები საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში რუმინეთის, ისრაელის და მალტის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. შესარჩევი ეტაპის მატჩები კი 20-26 ოქტომბერს სწორედ მალტაზე გაიმართება.

საქართველოს 19-წლამდელთა გოგონათა ნაკრების განაცხადი კი ასეთია:

 

მეკარეები: ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ლიკა ცუხურკაიძე (ბახტრიონი, ახმეტა, საქართველო)

​მცველები: თამარ სვანიძე (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ლიზი კანდელაკიშვილი (მართვე, ქუთაისი, საქართველო), ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ანი ძაძუა (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო ჯგუშია (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი, საქართველო), დიანა ბაქრაძე (ბახტრიონი, ახმეტა, საქართველო), თამუნა წიქარიძე (გორი იუნაიტედი, გორი, საქართველო)

ნახევარმცველები: მარია-იზაბელა მელიქიშვილი (დინამო, სოხუმი, საქართველო), ანა გობრონიძე (ლანჩხუთი, საქართველო), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე, თბილისი, საქართველო), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი, საქართველო), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ელენე ენჯიბაძე (გორი იუნაიტედი, გორი, საქართველო), მარი ბეგიაშვილი (ნიკე, თბილისი, საქართველო)

თავდამსხმელები: ეთერ სულაშვილი (გორი იუნაიტედი, გორი, საქართველო), მარიამ მოდრეკილაძე (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო)

 

რაც შეეხება განრიგს, ის ასე გამოიყურება:

20 ოქტომბერი – საქართველო – რუმინეთი 18:00
23 ოქტომბერი – ისრაელი – საქართველო 13:00
26 ოქტომბერი – მალტა – საქართველო 13:00
Share