“უნიონს მოუწევს ფიქრი, როგორ გააჩეროს გოლების მანქანა” – ბელგიური პრესა მიქაუტაძეზე

VIDEO დავით ქირიას ბრწყინვალე გამარჯვება – ქართველმა მეტოქე პირველივე რაუნდში დაამარცხა
ოქტომბერი 15, 2021 15:21
VIDEO ეროვნულ ლიგა 2-ში ულამაზესი გოლი გავიდა
ოქტომბერი 15, 2021 16:06

Seraing's Georges Mikautadze and Essevee's Cameron Humphreys fight for the ball during a soccer match between RFC Seraing and SV Zulte Waregem, Sunday 03 October 2021 in Seraing, on day 10 of the 2021-2022 'Jupiler Pro League' first division of the Belgian championship. BELGA PHOTO BRUNO FAHY (Photo by BRUNO FAHY/BELGA MAG/AFP via Getty Images)

მას შემდეგ რაც სანაკრებო ფანჯარა დასრულდა, უახლოეს შაბათ-კვირას ქართველი ფეხბურთელები კვლავაც საკლუბო მატჩებისთვის ემზადებიან.

ბელგიის იუპილერლიგის მე-11 ტურის მატჩში გიორგი მიქაუტაძის “სერენი” გასვლით შეხვედრას “როიალ უნიონთან” გამართავს.

ბელგიური გამოცემა voetbalkrant-მა ტურის წინ, მოახლოებულ შეხვედრებს გამოეხმაურა და ქართველი თავდამსხმელიც შეაქო.

     მოგეხსენებათ, წინა სეზონში მიქაუტაძე სერენმა ფრანგული “მეციდან” ინათხოვრა. მან წინა სეზონში 24 შეხვედრაში გატანილი 22 გოლით და ორი საგოლე გადაცემით მართლაც სერიოზული კვალი დატოვა. მან ფრანგულ გუნდზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ 20 წლის ქართველმა, შანსი მეცის პირველ გუნდშიც მიიღო. ლიგა 1-ში მხოლოდ მცირე დრო ითამაშა და კვლავაც სერენში დაბრუნება გადაწყვიტა.

მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძემ 5 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო. “ლოკერენის” წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი გაიფორმა, შემდეგ მან მოახერხა, “ანტვერპენთან” წაგებულ შეხვედრაშიც გაეტანა. ბოლოს კი, “ზულტე ვარეგემთან” (5:1) ისევ ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

ასე რომ, როიალ უნიონს ნამდვილად მოუწევს ფიქრი როგორ გააჩეროს ეს გოლების მანქანა”, – წერს გამოცემა.

Share