შეწყვიტოს “გლოვა” ევროპაში ჩაშლილი ტრანსფერის გამო – რუსული პრესა

„ძალიან მინდა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დავეხმარო“ – გიორგი ცინცაძე
ოქტომბერი 14, 2021 22:16
(ძიუდო) ბაქოში ოლიმპიური ჩემპიონით
ოქტომბერი 15, 2021 09:43

ხვალ, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის მატჩში, ყაზანის “რუბინი” მოსკოვის “ლოკომოტივს” უმასპინძლებს.

აღნიშნულ შეხვედრას რუსული პრესის მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. რადგან ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი სკანდალის შედეგად დატოვა, ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვური გუნდი.

რუსული გამოცემა Chempionat.com წერს:

-რუსეთის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის მატჩი, მხოლოდ ლოკომოტივის ახალი მთავარი მწვრთნელის, მარკოს გისდოლის გამო როდი ღირს. ხვიჩა კვარაცხელია რომელმაც სკანდალით დატოვა ლოკომოტივი, კვლავ ითამაშებს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. ქართველი ფლანგის შემტევისთვის ეს უპრინციპულესი მატჩი იქნება, განსაკუთრებულად კი ლეონიდ სლუცკისთან გაუარესებული ურთიერთობის ფონზე. ხვიჩას სჭირდება უკეთესი შეხვედრის ჩატარება მითუმეტეს “ნიჟნი ნოვგოროდთან” ცუდი მატჩის შემდეგ. დროა შეწყვიტოს “გლოვა” ევროპაში ჩაშლილი ტრანსფერის გამო.   სლუცკის პრობლემები აქვს კვარაცხელიასთან. ხვიჩამ არ მოუსმინა მწვრთნელს და  გუნდმა წააგო.

გვახსოვს, “რუსთავიდან” ტრანსფერის შემდეგ მან რამდენიმე მატჩში მოახერხა საკუთარი თავის გამოჩენა. ქართველმა თავად თქვა: ჩემი ოცნება მოსკოვის ლოკომოტივში თამაშია.

ხოლო, იური სიომინმა იწინასწარმეტყველა, რომ ის ახალ კლუბში აუცილებლად დაიმკვიდრებდა თავს. მან “რკინიგზელთა” რიგებში, 10 თამაშის ჩატარება მოასწრო და ერთი ეფექტური გოლის გატანა მოახერხა.

სიომინისთვის ხვიჩასთან განშორება რთული აღმოჩნდა:

“დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ გრძელვადიან კონტრაქტს მოვაწერდით ხელს. ის სუპერ ნიჭიერი ბიჭია. ექვსი თვის განმავლობაში, რაც მან ჩვენთან გაატარა, ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, ბევრი შრომა ჩავდეთ მის განვითარებაში. მისი წასვლის გამო, ცრემლები წამომივიდა ”, – განაცხადა ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა.

რუსული გამოცემა, ასევე, იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ კვარაცხელია რუბინში გადასვლის შემდეგ, “რკინიგზელებს” პირველივე მატჩში გაუტანა გოლი და მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივარი უსტვენდა, გოლი არ აღნიშნა. მას შემდეგ კი, მომდევნო სამი დაპირისპირების დროს, ის ფაქტობრივად არ ჩანდა.

ყაზანის ‘რუბინის’ და მოსკოვის ‘ლოკომოტივის’ მატჩი ხვალ, 17:30 საათზე დაიწყება.

Share