მე-6 ცდა და პირველად დამარცხებული Top 3-ის ჩოგბურთელი

ციციპასსაც მოუგო – ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალშია
ოქტომბერი 15, 2021 20:23
VIDEO “ლუკას ❤️ ” – ბასილაშვილი ციციპასთან მატჩის შემდეგ
ოქტომბერი 15, 2021 20:43

ნიკოლოზ ბასილაშვილი ისტორიის წერას განაგრძობს.

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან უელსის 1000-ქულიანი მასტერსის მეოთხედფინალში Atp-ის მესამე ნომერი ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს რეიტინგის Top 3-ის წევრების წინააღმდეგ აქამდე 5 შეხვედრა ჰქონდა გამართული  და ხუთივეში დამარცხდა. დღეს კი, რეიტინგის სამეულის წევრი პირველად დაამარცხა.

ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრ ზვერევსა და ტაილორ ფრიცს შორის გამარჯვებული იქნება.

Share