ციციპასსაც მოუგო – ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალშია

🔴 LIVE ბასილაშვილი 🆚 ციციპასი
ოქტომბერი 15, 2021 18:09
მე-6 ცდა და პირველად დამარცხებული Top 3-ის ჩოგბურთელი
ოქტომბერი 15, 2021 20:39

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე “ინდიანა უელსის” მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით ასპარეზობს.

ბასილაშვილი მასტერსის 1/4-ფინალში კარიერაში პირველად გავიდა, სადაც მისი მეტოქე მსოფლიოს მასშტაბით მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასი იყო, რომელმაც მანამდე  1/16-ფინალში იტალიელი ფონინი, ხოლო მერვედფინალში ავსტრიელი დე მინური დაამარცხა.

ბასილაშვილმა ბრეიკით დაიწყო და უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა. 3:1-ზე ნიკოლოზმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა. საბოლოო ჯამში, პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 6:4 მოიგო.

მეორე სეტში ორი ბრეიკი უკვე ციციპასმა შეასრულა და 6:2 მოიგო. წინ კი გადამწყვეტი მესამე სეტი გველოდა.

პირველი სეტის მსგავსად, ბასილაშვილმა მესამეც ბრეიკით დაიწყო. შემდეგ ბასილაშვილმა ციციპასი 3:3-ზეც დააბრეიკა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა – 6:4 და ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალშია!

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი ციციპასს კარიერის განმავლობაში აქამდე 2-ჯერ შეხვდა და ორივე მატჩი წააგო, დღეს კი ბერძენის წინააღმდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა 1/16-ფინალში დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი შეხვედრა სამ სეტში მოუგო ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს და ამის შემდეგ 1/8-ფინალში საკმაოდ ძლიერი რუსი ჩოგბურთელი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში დაამარცხა.

 

Share