“საუკეთესო მცველი? რამოსი… მომწონს უხეში მცველები” – კვირკველია

აზაროვი ან პელეგრინი – ტრაბზონსპორი ქართველ მცველს არ ეშვება
ოქტომბერი 15, 2021 11:17
აზაროვის გარდა სხვაც – ტრაბზონსპორმა კიდევ ერთი ქართველი მოინიშნა
ოქტომბერი 15, 2021 13:12

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია კარიერას უკრაინის პრემიერლიგაში გააგრძელებს. დღეს მისი ტრანსფერი ხარკოვის “მეტალისტ 1925”-ის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ კვირკველიამ გუნდის გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა, ჩვენ კი მონაკვეთს გთავაზობთ, სადაც ის მის ფავორიტ მცველზე საუბრობს.

– კალაძე, კანავარო, ნესტა, მალდინი – თქვენ თქვით, რომ ესენი არიან თქვენი საყვარელი მცველები. თანამედროვე ცენტრალური მცველებიდან რომელი მოგწონთ? თქვენი აზრით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს თანამედროვე ცენტრალურ მცველს…

– დღეის მდგომარეობით, სერხიო რამოსს მივიჩნევ საუკეთესო ცენტრალურ მცველად. ბოლო 10 წლის განმავლობაში, მე ვფიქრობ, რომ ის არის ყველაზე ძლიერი. თითოეულ მცველს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. უხეში მცველები მომწონს. მეც ასე ვთამაშობ.

ქართველის ახალი გუნდი, მეტალისტ 1925-ს, უკრაინის ჩემპიონატში 10 ტურის შემდეგ 13 ქულიათ მე-8 პოზიციას იკავებს.

Share