აზაროვის გარდა სხვაც – ტრაბზონსპორმა კიდევ ერთი ქართველი მოინიშნა

“საუკეთესო მცველი? რამოსი… მომწონს უხეში მცველები” – კვირკველია
ოქტომბერი 15, 2021 11:39
“მადლობა საქართველოს, ჩვენ გავიმარჯვებთ” – დავით ქირია ნახევარფინალშია
ოქტომბერი 15, 2021 15:04

თურქული პრესა საქართველოს ნაკრების და ბათუმის “დინამოს” მცველის, ირაკლი აზაროვის შემდეგ, “ტრაბზონსპორს” კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს უკავშირებს.

Fotospor.com-ის ინფორმაციით, ტრაპზონსპორი არ აპირებს აზაროვის დათმობას. რომელიც, ვილი სანიოლმა ბოლო სანაკრებო შეხვედრის დროს, 3-4-3 ფორმაციაში, მარცხენა ფლანგზე ათამაშა. თურქულ კლუბი სწორედ ისეთ ფეხბურთელს ეძებს, ვისაც როგორც დაცვით მარცხენა მცველის, ასევე, მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია.

აბდულა ავჩიმ, საქართველოსა და კოსოვოს ნაკრების თამაშის ყურებისას, რომელშიც ქართველებმა 2:1 გაიმარჯვეს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი მოინიშნა.

თურქ სპეციალისტს ასევე ზურიკო დავითაშვილი მოეწონა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. მან შეტყობინება გაუგზავნა კლუბის სკაუტებს იმის შესახებ, თუ  რას ფიქრობდა 2001 წელს დაბადებულ ფლანგის შემტევზე.

Share