“ვიცოდი, რომ ხვიჩას ჩავარდნა ექნებოდა… უნდა წასულიყო” – აგენტი

VIDEO ეროვნულ ლიგა 2-ში ულამაზესი გოლი გავიდა
ოქტომბერი 15, 2021 16:06
🔴 LIVE ბასილაშვილი 🆚 ციციპასი
ოქტომბერი 15, 2021 18:09

აგენტ თემურ ღურწკაიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ საუბრისას განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი ზაფხულში რუბინიდან უნდა წასულიყო.

ღურწკაიას კომენტარი რუსულმა გამოცემა Gazeta.ru-მ გაავრცელა.

“ვიცოდი, რომ ხვიჩას ჩავარდნა ექნებოდა. მაისში ვამბობდი, რომ რუბინიდან უნდა წასულიყო. მან საკუთარი თავი დააჯერა, რომ წავიდა, ახლა კი დაბრუნება უჭირს. ჩემი ინფორმაციით, მამამისიც წასვლას ურჩევდა.

ის ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლის მომავალიც ყველა კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის ტოტენჰემსა და იუვენტუსსაც. ლოგიკურია, ეს მასზე იმოქმედებს. 

ფეოდორ ჩალოვი გაიხსენეთ. ასეთ დიდ კლუბებზე საუბარი მაშინ არ იყო, თუმცა კრისტალ პალასზე იწერებოდა და მთელი 4 თვე ის ამაზე ფიქრობდა”, – ციტირებს გამოცემა აგენტს.

Share