“სათამაშო ხარისხით კმაყოფილი არ ვარ” – ბასილაშვილი ციციპასთან მოგების შემდეგ

VIDEO “ლუკას ❤️ ” – ბასილაშვილი ციციპასთან მატჩის შემდეგ
ოქტომბერი 15, 2021 20:43
▶️ VIDEO/მიმოხილვა: ბასილაშვილი 🆚 ციციპასი
ოქტომბერი 15, 2021 21:11

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე “ინდიანა უელსის” მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით ასპარეზობს.

ბასილაშვილი მასტერსის 1/4-ფინალში კარიერაში პირველად გავიდა, სადაც მისი მეტოქე მსოფლიოს მასშტაბით მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასი იყო.

ქართველმა ჩოგბურთელმა ბერძენს სამ სეტში მოუგო და ნახევარფინალში გავიდა – 6:4, 2:6, 6:4.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბასილაშვილმა კომენტარი გააკეთა.

“ამ ტურნირზე ნამდვილად კარგი მატჩები ჩავატარე. დღეს არ ვარ კმაყოფილი ჩემი თამაშით, მაგრამ ვარ კმაყოფილი იმით, თუ როგორ გავუძელი წნეხს.

სტეფანოსი მაღალი დონის მოთამაშეა. ასეთი დონის ტურნირზე და თანაც, ამ ეტაპზე პირველად ვითამაშე. ვეცდები, ფიზიკური მზადყოფნა შევინარჩუნო და ენერგია გადავანაწილო სწორად”, – თქვა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა 1/16-ფინალში დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი შეხვედრა სამ სეტში მოუგო ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს და ამის შემდეგ 1/8-ფინალში საკმაოდ ძლიერი რუსი ჩოგბურთელი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში დაამარცხა.

Share