“მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვისაც ჩემმა ქმედებამ იმედები გაუცრუა” – ნიკა კვეკვესკირი

VIDEO ბითაძის 18 ქულა და რეკორდი – გოგა “კლივლენდთან“ საუკეთესო იყო
ოქტომბერი 16, 2021 06:06
“შვილი მისთვის ყველაფერს ნიშნავს – ლუკასზე ფიქრი ძალას აძლევს” – ბასილაშვილის მამა
ოქტომბერი 16, 2021 08:59

მას შემდეგ რაც საქართველოს ნაკრების და პოლონური “ლეხ პოზნანის” ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი მცირე სკანდალში გაეხვა. 29 წლის ფეხბურთმელმა განცხადება გაავრცელა.

“ადამიანის უმეტესობამ ალბათ იცის ჩემი უაზრო ქმედების შესახებ, რამაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეს ყველაზე რთული დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ თითოეულ ნაბიჯს განვიხილავ და ვზრუნავ ჩემს ოჯახზე, იმიჯსა და კარიერაზე. ეს იყო მწარე, თუმცა მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩემთვის.

ყველაფერი გადავაფასე და მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახი და გუნდი ჩემთვის. რამდენად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ლეხ პოზნანისთვის თამაში.

მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვისაც ჩემმა ქმედებამ იმედები გაუცრუა. უპირველეს ყოვლისა, გულშემატკივრებს, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს. განსაკუთრებით, ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს და ქომაგს, ვისაც უნდა მივცე მაგალითი.

მსურს მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ რთულ პერიოდში გვერდში დამიდგა. გპირდებით, რომ ორჯერ მეტს ვიმუშავებ, რათა წვლილი შევიტანო გუნდის გაჩემპიონებაში. მსურს, ჩემი თამაშის საშუალებით ეს ინციდენტი უკან ჩამოვიტოვო. ალბათ, ვერ მოვახერხე ზუსტად გადმომეცა თქვენთვის ის, რისი თქმაც მსურდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოედანზე ჩემი მოქმედებები ყველაზე ზუსტად ისაუბრებს იმაზე, რისი თქმაც მინდოდა”; – განაცხადა ლეხ პოზნანის ნახევარმცველმა

Share