“შვილი მისთვის ყველაფერს ნიშნავს – ლუკასზე ფიქრი ძალას აძლევს” – ბასილაშვილის მამა

“მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვისაც ჩემმა ქმედებამ იმედები გაუცრუა” – ნიკა კვეკვესკირი
ოქტომბერი 16, 2021 08:42
🔴 LIVE ტულას “არსენალი” 🆚 “ზენიტი” | ზურიკო ძირითადშია
ოქტომბერი 16, 2021 10:39

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, Atp-ის ტურნირების 5-გზის გამარჯვებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგი ისტორია დაწერა.

ინდიან უელსის 1000 ქულიანი მასტერსის მეოთხედფინალში ქართველმა მსოფლიოს მესამე ჩოგანი ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა და მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიცს შეხვდება.

ნიკას გუშინდელი ისტორიული გამარჯვების შემდეგ, Qomagebi.ge ნიკას მამას, ნოდარ ბასილაშვილს ესაუბრა.

     ნიკამ გარდა იმისა, რომ კარგი ჩოგბურთი აჩვენა, ყველას დაანახა თავისი ადამიანური ბუნება. მისი ღირსეული საქციელი, როდესაც წაქცეულ მეტოქეს ქულა არ აუღო.

ძალიან ემოციური იყო მისი წარწერა კამერის ობიექტივზე. როცა ვსაუბრობთ, სულ ლუკასზე ფიქრობს. შვილი ნიკასთვის ყველაფერს ნიშნავს.

წელიწადნახევარია ნიკას ლუკასი არ უნახავს, მაგრამ სულ მასზე ფიქრობს და ლუკასზე ფიქრი აძლევს ძალას, ბევრი პრობლემის მიუხედავად, ქართველი ხალხი გაახაროს”, – გვითხრა ნოდარ ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ ნიკოლოზმა ტოპ 5-ეულის წევრი პირველად დაამარცხა. მართალია ქართველ ჩოგბურთელს თვით როჯერ ფედერერიც დამარცხებული  ჰყავს, თუმცა შვეიცარიელი მაესტრო ტოპ 5-ეულში აღარ იმყოფებოდა.

Share