VIDEO კაპანაძის ბენეფისი – დილამ სამტრედია დაამარცხა

დერბი დედაქალაქელებმა მოიგეს – დინამო 1 : 0 ტორპედო
ოქტომბერი 17, 2021 09:23
U19 საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს – მეტოქეები ცნობილია
ოქტომბერი 17, 2021 09:53

CRYSTALBET ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში, გორის “დილამ” თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, “სამტრედიას” უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება –  3:1 მოიპოვა.

მატჩი ორივე გუნდისთვის პრინციპული გახლდათ. შიდაქართლელები კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და წინა ტურში ქობულეთის “შუქურასთან” (0:4) განადგურების შემდეგ, შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდათ. სამტრედიელებს მეცხრე ადგილთან ჩამორჩენა ცხრა ქულას შეადგენდა და ელიგაში დასარჩენად გამარჯვება ესაჭირეობოდა.

შეხვედრის მე-11 წუთზე ულამაზესი გოლი გავიდა. რევაზ ჩიტეიშვილის გადაცემის შემდეგ თორნიკე კაპანაძემ ურთულესი მდგომარეობიდან მოახერხა გატანა. პირველი ნახევრის ბოლოსკენ უსმანე კამარას კუთხურს ნიკა გაგნიძის თავური დარტყმით გამოეხმაურა (2:0). კომპენსირებულ დროში კი, უკვე პაატა ღუდუშაურის უხეშობას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. შანსი გოლად გიორგი არაბიძემ აქცია (2:1).

მეორე ნახევარში იმერლებმა მცდელობების მიუხედავად, წონასწორობის აღდგენა ვერ მოახერხეს. 85-ე წუთზე, ირაკლი ბუღრიძის გადაცემის შემდეგ, “ელვამ” მორიგი ულამაზესი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (3:1).

ამრიგად, გორის დილამ “ლოკომოტითან” უპირატესობა სამ ქულამდე გაზარდა. ხოლო, მესამე ადგილთან და შესაბამისად “საბურთალოსთან” ჩამორჩენა კვლაცავ ორ ქულას შეადგენს. რაც შეეხება სამტრედიას, ის კვლავ ბოლო ადგილზეა და  ქობულეთის “შუქურას”  9 ქულით ჩამორჩება.

ვიდეო: გორის “დილას” პრესსამსახური

Share