ლაივ ATP რეიტინგი ცნობილია – ბასილაშვილი წინსვლას განაგრძობს

VIDEO ყაზაიშვილმა “ჟეონბუკს” ულამაზესი გოლი გაუტანა
ოქტომბერი 17, 2021 10:33
ხვალ ევროპის ჩემპიონატის წილისყრაა – რომელ ჯგუფში მოხვდება საქართველოს ნაკრები?
ოქტომბერი 17, 2021 11:34

ჩოგბურთის პროფესიულმა ტურმა,  ATP-ის რეიტინგი განახლდა -ამ წუთისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი 27-ე ადგილზეა.

გუშინ ინდიანა უელსის მასტერსის ფინალში გასვლით ქართველმა 510 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.

ტურნირამდე ბასილაშვილი ATP რეიტინგის 39-ე საფეხურზე იმყოფებოდა, ფინალში გასვლის შედეგად ახლა რეიტინგის  27-ე ნომერია, მიმდინარე წელს დაგროვებულ ქულებს თუ შევხედავთ, ის ცხრილში მე-13 ადგილზეა და კარგი შანსი აქვს იბრძოლოს წლის შემაჯამაბელ ტურნირზე მოსახვედრად.

იმ შემთხვევაში თუ ნიკა გვიან ღამით ბრიტანელ კამერონ ნორის დაამარცხებს, მას კიდევ 490 სარეიტინგო ქულა დაემატება და კარიერის ისტორიულ შედეგს გააუმჯობესებს, რადგან ქართველს რეიტინგის მე-15 საფეხურზე ვიხილავთ.

ბასილაშვილისთვის საუკეთესო შედეგი რეიტინგის მე-16 ნომრობაა, ქართველმა ამ საფეხურს 2019 წელს, ჰამბურგის ტურნირის მეორედ მოგების შემდეგ მიაღწია.

 

Share