ბასილაშვილი v ნორი – რას წარმოადგენს ბასილაშვილის მეტოქე ფინალში

▶️ VIDEO/მიმოხილვა: ბასილაშვილი 🆚 ფრიცი
ოქტომბერი 17, 2021 01:49
„სამი ქართველი, რომლებსაც „აპოელის“ შეცვლა შეუძლიათ“ – კვიპროსული მედია
ოქტომბერი 17, 2021 08:53

გუშინ აშშ-ში, ინდიანა უელსის საჩოგბურთო მასტერსზე ნახევარფინალურ წყვილებში ჯერ კამერონ ნორიმ აჯობა გრეგ დიმიტროვს, ხოლო შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაამარცხა ტეილორ ფრიტცი.

როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილზე იცით, მას მოგებული აქვს ხუთი ATP ტურნირი, მასტერსის ფინალში პირველად გავიდა, ტურნირამდე კი სულ რაღაც 39-ე იყო რეიტინგში.

რა ვიცით კამერონ ნორის შესახებ?

ბრიტანელი ჩოგბურთელი 2017 წლიდან არის პრო ტურის წევრი, მოგებული აქვს მხოლოდ ერთი ATP ტურნირი, რომელიც წელს მექსიკაში – ლოს კარმენესში მოიგო, მიუხედავად მხოლოდ ერთ ტურნირზე გამარჯვებისა სხვადასხვა ტურნირებზე თუ მასტერსებზე მიღწეული შედეგებით ATP რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება მის სათამაშო კომპონენტებს, თამაშობს ორი ხელით, მისი პირველი ჩაწოდება გადის დაახლოებით 70% სიზუსტით, პირველი ჩაწოდებიდან მოგებული ქულები კი 75% უდრის.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კამერონ ნორი აქამდე ერთმანეთს როტერდამის ტურნირზე შეხვედრიან, მაშინ ბრიტანელმა 2 სეტში დაამარცხა ქართველი, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა, ნიკა შესანიშნავ ფორმაშია და იმედია საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს გვიჩვენებს.

ბასილაშვილი v ნორი – 18 ოქტომბერს ღამის 2 საათზე დაიწყება, მატჩის საყურებელ სტრიმს აუცილებლად იხილავთ ჩვენს საიტზე.

 

Share