დერბი დედაქალაქელებმა მოიგეს – დინამო 1 : 0 ტორპედო

„სამი ქართველი, რომლებსაც „აპოელის“ შეცვლა შეუძლიათ“ – კვიპროსული მედია
ოქტომბერი 17, 2021 08:53
VIDEO კაპანაძის ბენეფისი – დილამ სამტრედია დაამარცხა
ოქტომბერი 17, 2021 09:43

გუშინ საქართველოს ეროვნულ ლიგაში ქართული დერბი გაიმართა, ეროვნული ლიგის 29-ე ტურში თბილისის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოს”  უმასპინძლა.

როგორც ყოველთვის ეს მატჩიც საკმაოდ დაძაბული და ინტრიგით სავსე გამოდგა, თბილისელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან, “ტორპედოს” მთავარი მიზანი კი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

ის დაძაბულობა და მუხტი რომელიც გულშემატკივართან და ფანებთან ერთად ახლავს ხოლმე მატჩს, უმაყურებლო სტადიონზე მართალია არ იგრძნობოდა, თუმცა სიფრთხილე და შედეგზე გაკეთებული აქცენტი მატჩის მნიშვნელობას ხაზს უსვამდა.

დედაქალაქელებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახნსეს, გოლი ფაბიან სპორქსლედემ, მოისწრაფიშვილის პასით გაიტანა, ამის შემდეგ ვიხილეთ მომენტები ორივე გუნდის კართან, ვნახეთ მსაჯის მიერ ნაჩვენები 4 ყვითელი ბარათი და ასევე მოედანს დაბრუნებული ლევან მჭედლიძე, რომელიც ახლა უკვე “ტორპედოსთვის” ირჯება.

 

Share