▶️ VIDEO სლოვაკური 🇸🇰 დერბი ფანებმა ჩაშალეს

პარიზის გრან სლემი – მაისურაძემ ფრანგი შებოჭა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ოქტომბერი 17, 2021 15:51
პარიზის გრან სლემი – სანებლიძის ბრინჯაო და 45 წამში დამარცხებული მეტოქე
ოქტომბერი 17, 2021 16:31

დღეს სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მე-11 ტურში, გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას ბრატისლავას “სლოვანი” სტუმრად ტრნავის “სპარტაკს” ეთამაშებოდა.

მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოედანზე მასპინძელი ფანები შეიჭრნენ და პრინციპული მეტოქის ფანებს, პეტარდები ესროლეს, პასუხად დედაქალაქელი ფანებიც გადავიდნენ მოედანზე და დიდი არეულობა დაიწყო, გუნდებმა თავი გასახდელს შეაფარეს.

მიუხედავად იმისა, რომ  გუნდები სხვადასხვა ქალაქებიდან არიან, მათ დაპირისპირებას სლოვაკურ დერბიდ მოიხსენიებენ.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ 10 ტურის შემდეგ ორივე გუნდს თანაბარი, 23-23 ქულა ჰქონდათ, რაც მატჩს დამატებით კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.

Share